L T

უა უბ უდ უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უხ უჯ
ულკ ულტ

ულტრაიისფერი გამოსხივება

L. ultra ზე, მეტი
ბუნებრივი რადიაციის ერთ-ერთი სახე. 0,290მკმ-ზე ნაკლები ტალღის სიგრძის ულტრაიისფერი სხივები დამღუპველად მოქმედებენ ყველა ცოცხალ არსებაზე. ამ სახის გამოსხივებას აკავებს ოზონის ეკრანი, რომლის წყალობითაც დედამიწის ზედაპირს მხოლოდ შედარებით გრძელი ულტრაიისფერი სხივების (0,300-0,400მკმ) მცირე ნაწილი აღწევს. მათ მაღალი აქტიურობა ახასიათებთ და არც თუ იშვიათად ხდებიან ბაზალურუჯრედოვანი და ბრტყელუჯრედოვანი კარცინომების, მელანომების, აგრეთვე პიგმენტური ქსეროდერმის განვითარების მიზეზი.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9