L T

უა უბ უდ უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უხ უჯ
უჯრ

უჯრედული თეორია

Gk. theoria დაკვირვება, კვლევა
ბიოლოგიური თეორია, რომლის თანახმადაც ცხოველებისა და მცენარეების ძირითადი სტრუქტურული და ფუნქციური ელემენტია უჯრედი. აღნიშნული თეორია ამტკიცებს წარმოდგენას ყოველი ცოცხალის ერთიანობაზე. ქსოვილის უჯრედული შენება პირველად თავისსავე შექმნილ მიკროსკოპში დააფიქსირა რ. ჰუკმა (1665). უჯრედული თეორიის ფუძემდებლებია რ. დიუტროშე, თ. შვანი, მ. შლეიდენი, რ. ვირხოვი. მათი წინამორბედებია რ. ჰუკი, ჟ. ბ. ლამარკი და ლ. ოკენი. უჯრედული აგებულების ერთიანობა გამოიხატება არა მარტო უჯრედების მორფოლოგიის, არამედ მათი ქიმიური შემადგენლობის და მათში მიმდინარე მეტაბოლური პროცესების მსგავსებაში.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9