ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელი ხდება აქამდე უცნობი უჯრედების შექმნა, რათა ეს უკანასკნელნი გამოყენებულ იქნენ ადამიანის საკეთილდღეოდ. უჯრედულ დონეზე წარმოიქმნებიან სომატური უჯრედების ჰიბრიდები (ჰიბრიდომები), რომლებიც ასინთეზებენ და გამოყოფენ მონოკლონურ ანტისხეულებს. ისინი წარმოადგენენ B-ლიმფოციტის და სიმსივნური (მიელომური) უჯრედის შერწყმის შედეგად წარმოქმნილ ერთუჯრედიან ჰიბრიდულ უჯრედს სინკარიონს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]