L T

უა უბ უდ უკ ულ უმ უნ უო უპ ურ უს უტ უფ უშ უც უხ უჯ
უჯრ

უჯრედული ციკლი

უჯრედული ციკლი მოიცავს ინტერფაზას და მიტოზს. ორ მიტოზს შორის პერიოდს ინტერფაზა ეწოდება. ინტერფაზა იყოფა 3 პერიოდად: G1 ანუ პრესინთეზურად, S-სინთეზურად და G2 – პრემიტოზურ პერიოდად. მიტოზის დამთავრებისას ან პრემიტოზურ G2 პერიოდში უჯრედი შეიძლება გადავიდეს ე.წ. მოსვენების მდგომარეობაში (G0), რის შემდეგაც, გარკვეული პერიოდის შემდეგ იგი ისევ შეიძლება შევიდეს უჯრედულ ციკლში G0-დან G1-ში ან G0-დან მიტოზში.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9