L T

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გს გუ
გვა გვე გვი

გველის შხამი

Med.
შხამიანი გველების სანერწყვე ჯირკვლების ტოქსიკური გამონაყოფი. ეს არის უფერო, მოყვითალო ან მომწვანო ფერის სითხე. შეიცავს ალბუმინებს, გლობულინებს, ფერმენტებს, მარილებს და სხვა. მშრალ მდგომარეობაში მისი შენახვა შეიძლება დაახლოებით 23 წლის მანძილზე. გველის შხამი ფართოდ გამოიყენება მედიცინაში, კერძოდ, ეპილეფსიის, სტენოკარდიის შემთხვევებში, აგრეთვე როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სიმსივნეების დროს. შხამიანი გველის კბენისას ყველაზე უფრო ეფექტური საშუალებაა ორგანიზმში სპეციფიკური შრატის (ანტიდოტის) შეყვანა.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9