L T

გა გე გვ გი გლ გნ გო გრ გს გუ
გვა გვე გვი

გვიმრები

Botany
L. Felicinae
მრავალწლიანი ბალახოვანი სპოროვანი მცენარეებია. გვხვდება ხეების სახითაც. გააჩნიათ მძლავრი ფესურა, რომელზეც ვითარდება დამატებითი ფესვები და გრძელყუნწიანი ფოთლები. ზოგიერთი გვიმრის ფესურა შხამიანია, რადგანაც ისინი შეიცავენ ალკალოიდ ფილიცინს. მისგან ღებულობენ ადამიანის ზოგიერთი პარაზიტული ჭიის საწინააღმდეგო წამალს. გვიმრებში შეინიშნება სქესობრივი და უსქესო თაობების მონაცვლეობა. სქესობრივი თაობა – წინაზრდილი, მამრობითი და მდედრობითი სასქესო ორგანოებით (ანთერიდიუმით და არქეგონიუმით), უფრო სუსტადაა განვითარებული, ვიდრე უსქესო თაობა.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9