უმარტივესი სამატომიანი სპირტი, რომელიც წარმოადგენს ცხიმების და სხვა ლიპიდების სტრუქტურულ კომპონენტს. ორგანიზმში წარმოიქმნება როგორც ცხიმების და გლიცეროფოსფოლიპიდების, ასევე გლუკოზის ანაერობული დაშლისას. წარმოადგენს ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის შემაკავშირებელ რგოლს. იყენებენ როგორც კრიოპროტექტორს ცოცხალი სისტემების ინტაქტური სახით შენახვისათვის დაბალ ტემპერატურებზე.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]