L T

ტა ტე ტი ტკ ტო ტრ ტუ ტყ
ტრა ტრე ტრი ტრო

ტრიპანოსომა

Trypanosoma gambienze
უმარტივესების ტიპის, შოლტიანების კლასის წარმომადგენელი. გავრცელებულია აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში. იწვევს ლეთარგიულ ძილს (იხ), რომელიც ჩვეულებრივ, სიკვდილით მთავრდება. გადამტანია ბუზი ცეცე. ტრიპანოსომების სხვა სახეობები იწვევენ მსხვილფეხა რქოსანი საქონლის დაავადებას სამხრეთ აფრიკაში (ნაგანა, იხ.), ყაზახეთში აქლემების დაავადებას (სუკურუ). ცნობილია აგრეთვე ცხენების ე.წ. „დაგრილების ავადმყოფობა“, რომლის გამომწვევი აგენტი აგრეთვე ერთერთი სახეობის ტრიპანოსომაა.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9