Gk. tri სამი, soma სხეული მოვლენა, როდესაც ქრომოსომათა დიპლოიდურ ნაკრებზე დამატებულია ერთი ზედმეტი ქრომოსომა. ტრისომია შეიძლება შეეხოს როგორც სომატურ, ასევე სასქესო ქრომოსომებს. უჯრედ-ტრისომიკების ქრომოსომული შემადგენლობა აღინიშნება როგორც 2n+1. მაგ., დაუნის სინდრომის შემთხვევაში ტრისომია ეხება 21-ე წყვილ ქრომოსომას.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]