L T

სა სე სვ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სხ
საა საგ სად სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საშ საც სახ

საკვები ბოჭკოები

ძნელად ასათვისებელი მცენარეული წარმოშობის სტრუქტურული პოლისაქარიდებია, რომლებიც არ მოინელებიან წვრილ ნაწლავებში. საკვები რაციონის ეს კომპონენტი წარმოდგენილია ცელულოზით (უჯრედისით), ჰემიცელულოზით, ლიგნინით და პექტინოვანი ნივთიერებებით. უხეში საკვები ბოჭკოებით განსაკუთრებით მდიდარია: ახალი სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი, კომბოსტო, პური, ბურღული და სხვ. საკვები ბოჭკოები ამცირებენ საკვების კალორიულობას, აგრეთვე ხელს უწყობენ ნაღვლის ბუშტის უფრო რითმულ და ძლიერ პერისტალტიკას. ბოლო წლების მონაცემებით, უხეში საკვები ბოჭკოები განიხილება როგორც ანტიკარცენოგენური კომპონენტი.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9