L T

სა სე სვ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სხ
საა საგ სად სავ საზ სათ საი საკ სალ სამ სან საო საპ სარ სას სატ საფ საქ საშ საც სახ

საფუარები

Saccharomyces
იგივე საქარომიცეტები. სოკოების ჯგუფი, რომელთაც არ გააჩნიათ ტიპიური მიცელიუმი და არსებობენ ცალკეული უჯრედების ან მათი კოლონიების სახით. ახასიათებთ და კვირტვა და დაყოფა. ცნობილია საფუარების 500-მდე სახეობა. საფუარების ერთი ნაწილი პათოგენურია და იწვევს მცენარეების, ცხოველებისა და ადამიანის დაავადებებს. ფართოდ გამოიყენებიან მეცნიერებაში როგორც ეუკარიოტული უჯრედების მოდელი, კვების მრეწველობაში (ლუდის წარმოება, მეღვინეობა და სხვ.), აგრეთვე მიკრობიოლოგიურ წარმოებაში. საფუარების ყველაზე უფრო ცნობილი წარმომადგენელია ლუდის საფუარი (Saccharomyces cerevisiae), რომელიც გამოიყენება პურის წარმოებაშიც. Saccharomyces-ის გვარს მიეკუთვნება აგრეთვე ღვინის საფუარიც.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9