E. sibs ნათესავები, ნათესაობა 1.ადამიანში - ძმები და დები, მაგრამ არა ტყუპები. 2.მშობელთა წყვილის შთამომავლები ცხოველებში (ღვიძლი დები და ძმები). ტერმინი სიბსები გამოიყენება უფრო ფართო გაგებითაც, მაგ., სიბსები-ბიძაშვილები, სიბსები-ბიძაშვილიშვილები. სიბსების შეჯვარების შედეგად ადგილი აქვს ინცესტის მოვლენას.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]