Gk. systematikos მოწესრიგებული, დალაგებული სისტემაში, წესრიგში მოყვანა. საგნებისა და მოვლენების კლასიფიკაცია და დაჯგუფება. ბიოლოგიაში - მეცნიერება ცხოველებისა და მცენარეების განაწილებაზე შესაბამის ჯგუფებში - ცალკეულ სისტემატიკურ კატეგორიებში (სახეობა, გვარი, ოჯახი, რიგი, კლასი, ტიპი). ბიოლოგიაში სისტემატიკას ხშირად ყოფენტაქსონომიად (ორგანიზმების კლასიფიკაციის თეორია) და საკუთრივ სისტემატიკად. ტერმინ «ტაქსონომიას» ხშირად იყენებენ «სისტემატიკის» სინონიმად.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]