L T

სა სე სვ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სხ
სმე

სმენა

auditus
ორგანიზმის უნარი აღიქვას ბგერა. ძუძუმწოვრებში, მათ შორის ადამიანში, სმენის სისტემა პერიფერიული და ცენტრალური ნაწილებისაგან შედგება. პერიფერიული ნაწილი ბგერის გამტარ (გარეთა და შუა ყური) და ბგერის მიმღებ (შიგნითა ყური, ლოკოკინა) აპარატებს მოიცავს. შიგნითა ყურში ბგერების რხევის მექანიკური ენერგია აუდიორეცეპტორებს (ლოკოკინას წამწამოვან უჯრედებს) ააგზნებს. ამ დროს ინდუცირებული ნერვული იმპულსები სმენის ნერვის საშუალებით თავის ტვინში სმენის ცენტრალურ ნაწილს გადაეცემა, რის შედეგადაც სმენის შეგრძნება წარმოიშვება.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9