L T

სა სე სვ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სხ
სოდ სოკ სოლ სომ სოპ სორ სოფ სოც

სოკოები

Fungi. Mycetes
ჰეტეროტროფული მცენარეებისმაგვარი (ადრე მათ მცენარეებს აკუთვნებდნენ) უქლოროფილო, ეუკარიოტული ორგანიზმები, რომლებიც შედგებიან წვრილი, დატოტვილი ძაფებისაგან ჰიფებისაგან და წარმოქმნიან სოკოს ვეგეტაციურ სხეულს, მიცელიუმს. უმაღლესი სოკოების ნაყოფსხეულებს ქოლგის ფორმა აქვთ. განასხვავებენ პარაზიტ და საპროფიტ სოკოებს. მცენარეების ფესვებზე წარმოქმნიან მიკორიზას. ზოგიერთ მათგანს ადამიანი საკვებად იყენებს, ზოგიერთი კი შხამიანია. პარაზიტები იწვევენ ცხოველებისა და მცენარეების სხვადასხვა დაავადებებს. ზოგიერთი უმდაბლესი სოკო გამოყოფს ძლიერ ტოქსინს (მაგ., აფლატოქსინს), ზოგი კი ანტიბიოტიკს (მაგ., პენიცილინს).
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9