Gk. stenos ვიწრო, შემოსაზღვრული, bathos სიღრმე წყლის ცხოველები, რომლებიც ბინადრობენ მხოლოდ ერთ, მკაცრად განსაზღვრულ სიღრმეში ანუ შედარებით მუდმივი წნევის ზემოქმედების ქვეშ. სტენობათების ერთი ნაწილი ბინადრობს თხელ წყალში (ლიტორალები), სხვები კი დიდ სიღრმეებში (აბისალური ფორმები). წყნარი ოკეანის ზღვის ვარსკვლავას ერთერთი სახეობა ბინადრობს მხოლოდ 4500-6100 მეტრ სიღრმეებში.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]