sexus
ინდივიდის მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური ნიშან-თვისებების ერთობლიობა, რაც განსაზღვრავს მის როლს განაყოფიერებაში. მამაკაცის და ქალის სასქესო უჯრედების შერწყმის შედეგად წარმოიქმნება ზიგოტა, შემდეგ კი ვითარდება ახალი ორგანიზმი. ზიგოტაში გაერთიანებულია დედის და მამის გამეტების ქრომოსომების ორი ჰაპლოიდური კომპლექტი.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]