L T

სა სე სვ სი სკ სმ სნ სო სპ სრ სტ სუ სფ სქ სც სხ
სხე სხი

სხივური გვირგვინი

corona radiata
კვერცხუჯრედის მკვრივი გარეთა შრე, რომელიც უნდა გაიხსნას სპერმატოზოიდის მიერ განაყოფიერების პროცესში. აღნიშნული შრის ცალკეული უჯრედები ერთმანეთთან დაკავშირებულია რთული ორგანული ნივთიერებით – ჰიალურონის მჟავით, რომელზეც მოქმედებს ფერმენტი ჰიალურონიდაზა. რადგანაც ყოველ სპერმატოზოიდს ამ ფერმენტის მეტად მცირე რაოდენობა გააჩნია, მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი სპერმატოზოიდის ერთობლივი მოქმედება თუ დაშლის ჰიალურონის მჟავას. ამით ერთადერთ სპერმატოზოიდს საშუალება ეძლევა შეაღწიოს კვერცხუჯრედში. განაყოფიერებისთანავე კვერცხუჯრედის გარშემო კვლავ აღდგება სხივური გვირგვინის მთლიანობა, რაც ხელს უშლის მასში სხვა სპერმატოზოიდის შეღწევას.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9