L. radio გამოვასხივებ,Gk. genesis წარმოშობა მეცნიერება, რომელიც სწავლობს გამოსხივების გენეტიკურ მოქმედებას ანუ დასხივებულ ორგანიზმებში მემკვიდრულ ცვლილებებს. აღნიშნული დარგი წარმოიქმნა გენეტიკისა და რადიობიოლოგიის მიჯნაზე. როგორც დამოუკიდებელი დისციპლინა ჩამოყალიბდა 1927- 1928 წლებში, როდესაც ამერიკელმა გენეტიკოსებმა გ.მიულერმა დროზოფილაზე, ხოლო ლ. სტენდლერმა სიმინდსა და ქერზე ჩატარებული ექსპერიმენტებით დაადგინეს, რომ რენტგენის დასხივება საცდელ ორგანიზმებში იწვევს მუტაციების სიხშირის მნიშვნელოვან მატებას.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]