L. rigidus გაშეშებული, გაქვავებული 1.უჯრედის პლაზმური მემბრანის მიერ ერთი და იგივე ფორმის შენარჩუნება. ამ ორგანოიდის გამძლეობა სხვადასხვა ზემოქმედებების მიმართ. 2.მძიმედ მოძრაობა, გახევება, სიტლანქე. მაგ., კუნთების რიგიდულობა. რიგორიზმი (ლათ. რიგორ სიმტკიცე, სიმკაცრე) - რაიმე პრინციპების, წესების ზედმეტად მკაცრი, ურყევი დაცვა, შესრულება, უმეტესწილად ზნეობის და საეკლესიო საკითხებში. რიდ-შტერნბერგის უჯრედი (ამერიკელი და გერმანელი პათოლოგების დ.მ.რიდის და კ.შტერნბერგის საპატივცემულოდ) - ლიმფოგრანულომატოზისათვის პათოგნომური ორ-ან მრავალბირთვიანი გიგანტური უჯრედი.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]