Gk. ropheo ვწოვ, ვისრუტავ, kytos უჯრედი უჯრედის მიერ, უმცირეს ვაკუოლებში სუბმიკროსკოპული ნაწილაკებისა და მიკრომოლეკულების შთანთქმა გარემოდან. პინოციტოზისაგან ესპროცესი განსხვავდება სუბმიკროსკოპული მასშტაბებით და შთანთქმული ნაწილაკების უფრო მაღალი სიმკვრივით. ამ ტერმინს ხშირად იყენებენ ვირუსების უჯრედში შეჭრის პროცესის აღსანიშნავად.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]