რძემჟავა დუღილის ბაქტერიები. ფაკულტატური ანაერობებია, უსპორო გრამდადებითი ჩხირები და კოკები. გვხვდებიან რძესა და რძის პროდუქტებში, მცენარეებზე და მათ ხრწნად ნარჩენებზე, ადამიანისა და ცხოველების ნაწლავებში. გამოიყენებიან კვების მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში (მაგ., სილოსის დამზადებაში), აგრეთვე დექსტრანების მისაღებად. ამ უკანასკნელთაგან ამზადებენ სისხლის პლაზმის შემცვლელს.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]