Gk. parthenos ქალწული, karpos ნაყოფი იგივე პართენოგამია. უთესლო ნაყოფების განვითარება განაყოფიერების გარეშე (კიტრი, საზამთრო, ყურძენი, მანდარინი და სხვ.). პართენოკარპულ ნაყოფებს ხშირად უფრო უკეთესი გასტრონომიული თვისებები გააჩნიათ, ვიდრე თესლიან ნაყოფებს. მათი ტექნოლოგიური დამუშავებაც უფრო მოხერხებულია.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]