(ქართულად „პარტახტი“ ნიშნავს ლაქას, გამონაყარს) – ამ დაავადების პათოგენეზი ეპიდემიური ტიფის მსგავსია. Rickettsia typhi, რომელიც მორფოლოგიურად პროვაჩეკის რიკეტსიის მსგავსია, ისევე როგორც ეს უკანასკნელი, მრავლდება ენდოთელური უჯრედების ციტოპლაზმაში. ინფექციის რეზერვუარი მღრღნელებია: რუხი და შავი ვირთაგვები, აგრეთვე თაგვები, რომლებიდანაც გამომწვევი აგენტი ადამიანებს გადაეცემა რწყილების, ვირთაგვის ტილების და ტკიპების მეშვეობით. ადამიანის დაინფიცირებას ადგილი აქვს მწერების ფეკალიების შეზელვისას, აეროგენურად, აგრეთვე ალიმენტური გზით.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]