L T

პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ პჯ
პაგ პავ პათ პალ პამ პან პაპ პარ პას პატ პაქ პაც

პასტერის რიცხვები

პლანეტა დედამიწის ატმოსფეროში ბიოსფეროს განვითარების ისტორიაში ჟანგბადის შემცველობის კრიტიკული დონეები. ძირითადი პასტერის რიცხვი შეადგენს ჟანგბადის კონცენტრაციის 1%-ს თანამედროვე მაჩვენებლიდან, რამაც შესაძლებელი გახადა აერობების (იხ.) წარმოქმნა. ვარაუდობენ, რომ ჟანგბადის კონცენტრაციამ თანამედროვე მაჩვენებელს მიაღწია გეოლოგიური მასშტაბებით ძალზე მოკლე დროში „სულ რაღაც“ 20000 წელიწადში. ე.წ. დამატებითი პასტერის რიცხვია ოზონის ეკრანის წარმოქმნის მომენტი, როდესაც ჟანგბადის რაოდენობამ დედამიწის ატმოსფეროში შეადგინა თანამედროვე კონცენტრაციის 10%.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9