L T

პა პე პი პლ პნ პო პრ პს პტ პუ პჯ
პლა პლე პლო

პლაზმური მემბრანა

Gk. plasma გამოძერწილი, გაფორმებული,
L. membrana თხელი კანი, გარსი
იგივე პლაზმალემა, პლაზმოლემა, ციტოლემა. მცენარეული და ცხოველური უჯრედების ერთ-ერთი ორგანოიდია, რომელიც გარედან ფარავს მათ. მისი საშუალებით ხდება უჯრედის შემცველობის რეგულირება და უჯრედის ჰომეოსტაზის შენარჩუნება. აღნიშნულ ორგანოიდს ე.წ. მოზაიკური აგებულება აქვს. შედგება ლიპიდების ბიმოლეკულური შრისაგან, რომელშიც სხვადასხვა სიღრმეზეა ჩაშენებული ცილების მოლეკულები. ცხოველურ უჯრედში პლაზმურ მემბრანას გარედან აკრავს პოლისაქარიდების შრე, მცენარეული უჯრედის და ბაქტერიების პლაზმოლემას კი ე.წ. უჯრედის კედელი
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9