L T

ნა ნე ნი ნო ნუ
ნაგ ნაკ ნამ ნან ნარ ნას ნატ ნაღ ნაყ ნაც ნაწ ნახ

ნაწლავის ჩხირი

Escherichia Coli, Bact. Coli
ბაქტერია პირველად აღწერა გერმანელმა ექიმმა ეშერიხმა (1885). აქვს მომრგვალებული ჯოხის ფორმა, მოძრავია, გააჩნია შოლტები, სპორებს არ წარმოქმნის, გრამ-უარყოფითია. ადამიანის, ცხოველების, ფრინველებისა და თევზების ნაწლავის ფლორის ნორმალური კომპონენტია. ბოლო ხანებში ფართოდ იყენებენ გენეტიკური პროფილის ლაბორატორიებში ჩატარებული ექსპერიმენტებისათვის. სასმელი წყლის სისუფთავის ბიოინდიკატორია.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9