L T

ნა ნე ნი ნო ნუ
ნაგ ნაკ ნამ ნან ნარ ნას ნატ ნაღ ნაყ ნაც ნაწ ნახ

ნაწლავღრუიანები

Coelenterata
მრავალუჯრედიანი უხერხემლო ცხოველების ტიპია, რომელთა ცილინდრისებური სხეული შედგება ექტოდერმისა და ენტოდერმისაგან, აგრეთვე მათ შორის განლაგებული მეზოგლეასაგან. ამ ტიპში გაერთიანებულია როგორც თავისუფლად მცურავი (ჰიდროიდული და სციფოიდური მედუზები), ასევე მჯდომარე (სუბსტრატზე მიმაგრებული) ფორმები: მტკნარი წყლის ჰიდრები, ჰიდროიდული და მარჯნის პოლიპები. ზოგიერთი მათგანი შხამიანია. ადამიანისა და ცხოველებისათვის განსაკუთრებით საშიშნი არიან ტროპიკულ წყლებში გავრცელებული ნაწლავღრუიანები.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9