Gk. neos ახალი, genesis წარმოშობა დედამიწის გეოლოგიური ისტორიის ერთ-ერთი ბოლო პერიოდი. მიეკუთვნება კაინოზოურ ერას (პალეოგენის შემდეგ და ანთროპოგენამდე). გრძელდებოდა 23 მლნ წელზე მეტხანს. ამ დროს უკვე შეიმჩნეოდა პლაცენტური ძუ- ძუმწოვრების და მათ შორის ადამიანისმაგვარი მაიმუნების ბატონობა. ფლორის შემადგენლობა ახლოს იყო თანამედროვე სურათთან.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]