L T

ნა ნე ნი ნო ნუ
ნეა ნეგ ნევ ნეი ნეკ ნემ ნეო ნერ ნეს ნეფ ნექ

ნერვული ქსოვილი

textus nervosus
შედგება უჯრედებისაგან (ნეირონებისაგან), რომლებიც სპეციალიზებულნი არიან იმპულსების გასატარებლად. ყოველ ნეირონს გააჩნია სხეული – გაფართოებული ნაწილი, სადაც ლოკალიზებულია ბირთვი და ორი ან მეტი გამონაზარდი, მორჩი (აქსონი და დენდრიტები). ზოგიერთი გამონაზარდი (აქსონი) ძალზე გრძელია. მაგ., ის მორჩები, რომლებიც ზურგის ტვინიდან კიდურებისაკენ მიემართებიან, სიგრძით შეიძლება 1 მეტრს აღწევდნენ. აქსონები ატარებენ იმპულსს ნეირონის სხეულიდან პერიფერიისაკენ, ხოლო დენდრიტები – უჯრედის სხეულისაკენ. ერთი რომელიმე აქსონისა და მეორე ნეირონის დენდრიტს შორის კონტაქტის ადგილს სინაფსი (იხ.) ეწოდება. სინაფსში იმპულსი შეიძლება გადაეცეს მხოლოდ აქსონიდან დენდრიტზე.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9