Allium sativum
ერთწლიანი მცენარეა, სწორმდგომი ღეროთი. ნიორის ბოლქვებიდან გამოყოფილ ფიტონციდებს იყენებენ მედიცინაში როგორც ბაქტერიციდურ საშუალებას, საჭმლის მომნელებელი არხის სეკრეტორული ფუნქციისა და პერისტალტიკის გასაძლიერებლად, აგრეთვე ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის შემთხვევაში. ნიორი შეიცავს ცილებს, C ვიტამინს, პოლისაქარიდებს, ეთერზეთებს, მშრალ ნივთიერებებს და სხვ.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]