(Magnetis lithos ქვა მაგნესიიდან – უძველესი ქალაქია მცირე აზიაში, ბერძნ. bios სიცოცხლე, logos მოძღვრება) – ბიოლოგიის დარგი, რომელიც სწავლობს ბუნებრივი და ხელოვნური მაგნიტური ველების გავლენას ცოცხალ ობიექტებზე, აგრეთვე განსაზღვრავს ბიოლოგიური წარმოშობის ნივთიერებების მაგნიტურ თვისებებს. მაგნიტურ ველს გამჭოლი მოქმედება აქვს და გავლენას ახდენს ორგანიზმის მარეგულირებელ სისტემებზე.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]