L T

მა მბ მდ მე მზ მთ მი მნ მო მჟ მრ მტ მუ მფ მღ მყ მც მწ მხ
მაგ მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაუ მაყ მაც მახ

მალარია

It. malaria ცუდი ჰაერი
ინვაზიური დაავადება, რომელიც განპირობებულია პლაზმოდიუმის გვარის უმარტივესებით, რომლებიც მიეკუთვნებიან სისხლის სპორიანების კლასს და უმარტივესების ტიპს. განსაკუთრებით გავრცელებულია მალარიის პლაზმოდიუმის სამი სახეობა: Plasmodium vivax, P.malaria და P.fal ciparum. პარაზიტის სასიცოცხლო ციკლი მიმდინარეობს უსქესო და სქესობრივი გამრავლების მონაცვლეობით და მასპინძელთა ცვლით. უსქესო გამრავლება მიმდინარეობს ადამიანში (შუალედური მასპინძელი), ხოლო სქესობრივი – ანოფელესის გვარის კოღოს მდედრში (ძირითადი, საბოლოო მასპინძელი).
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9