L T

მა მბ მდ მე მზ მთ მი მნ მო მჟ მრ მტ მუ მფ მღ მყ მც მწ მხ
მაგ მავ მაზ მაი მაკ მალ მამ მან მარ მას მატ მაუ მაყ მაც მახ

მალთუსიანელობა

თეორია, რომელიც ჩამოაყალიბა ინგლისელმა ეკონომისტმა და მღვდელმა თ. მალთუსმა 1778 წელს ნაშრომში „ტრაქტატი მოსახლეობაზე“. ეს თეორია ეძღვნება ბუნების „მუდმივი“ კანონების მოქმედებას, რომლებიც განაპირობებენ არსებობის საშუალებათა ზრდის ჩამორჩენას მოსახლეობის რაოდენობის ზრდასთან შედარებით. მალთუსის თანახმად მოსახლეობა იზრდება გეომეტრიული პროგრესიით, ხოლო არსებობის საშუალებანი არითმეტიკული პროგრესიით. აღნიშნულმა ნაშრომმა ჩ. დარვინს და რ. უოლესს ევოლუციის მამოძრავებელი ძალების დადგენის და ევოლუციის თეორიის ჩამოყალიბების გასაღები მისცა.
Source: გოგიჩაძე გიორგი, ლექსიკონი ბიოლოგიური და სამედიცინო ტერმინები და ცნებები / გ. გოგიჩაძე, გ. კანდელაკი, თ. გოგიჩაძე. - თბ. : [მერიდიანი], 2011. - 442გვ. ; 20სმ.. - ყდაზე ავტ. მითით. არ არის. - რეზ. რუს. და ინგლ.. - ISBN: 978-9941-10-427-5[MFN: 146200]
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9