ევროპის ხელოვნების განვითარების პერიოდი, რომელსაც გოთიკური ეწოდა. დაკავშირებულია ვაჭრობის, სელოსნობის, განვითარებისა და ზოგიერთ ქეეყანაში მონარქიის დამკვიდრების ხანასთან (მე-12 საუკუნის ბოლო, მე-13 და მე-14 სს-ები). გოთიკური არქიტექტურისათვის დამახასიათებელია ტანწერწეტა, ზეცისკენ მისწრაფებული ტაძრები და საზეიმო ხასიათის რატუშები, წაისრული ფორმები, ახალი კონსტრუქციები (არკბუტანი, კონტრფორსი, ნერვიურიანი კამარა და სხვ.), ვიტრაჟები ქანდაკების, ფერწერისა და არქიტექტურის ღრმა სინთეზი.
Source: ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი / თენგიზ კვირკველია ; რედაქტორი ი. ციციშვილი.თბილისი : განათლება, 1971 (საქ. კპ ცკ-ის გამომც. სტამბა)