და დგ დე დი დო დრ დუ დღ
დაბ დაგ დათ დალ დამ დან დარ დას დახ

დარბაზი

  1. arc.
    ტაძარი (მე-5,მე-11 სს.), სრა (მე-11 ს-დან), სასახლე (მე-15 ს-დან); „სამეფო დიდი სახლი“ (საბა).
     
    „მე ვარ არაბი, არაბეთს არს ჩემი დარბაზებია, მიჯნურობითა დამწვარვარ, ცეცხლი უშრეტი მგზნებია” (ვეფხ).
  2. სასახლის ის ვრცელი ოთახი „სადაც სახელმწიფო საქმეების გამო მეფის თანდასწრებითა და მონაწილეობით სხდომა იმართებოდა ხოლმე“. (ივ. ჯავ.).
  3. ქართული საცხოვრებელი სახლის სახეობა, რომლის გადახურვა დედაბოძზე დაყრდნობილ გუმბათისებრ კონსტრუქციას წარმოადგენს.
  4. საგანგებოდ მოწყობილი დიდი საკრებულო ოთახი, გათვალისწინებული კრებების, ლექციების, კონცერტების და მისთ. ჩასატარებლად. იხ. მოსაცდელი დ., სააქტო დ., საგამოფენო დ., სსდომათა დ.
  5. ზალა, დიდი სასტუმრო ოთახი ბინაში.
    Source: ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი / თენგიზ კვირკველია ; რედაქტორი ი. ციციშვილი.თბილისი : განათლება, 1971 (საქ. კპ ცკ-ის გამომც. სტამბა)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9