დიდი რაოდენობის ხორბლის შესანახი ნაგებობა აღჭურვილი მისაღები, ასაწონი, დასამუშავებელი (გაშრობა, გაწმენდა და ა. შ.) და განსატვირთი დანადგარებით. ელევატორის ძირითადი ნაწილებია: მისაღები დანადგარები, კოშკი და სასილოსე კორპუსი.
Source: ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი / თენგიზ კვირკველია ; რედაქტორი ი. ციციშვილი.თბილისი : განათლება, 1971 (საქ. კპ ცკ-ის გამომც. სტამბა)