ერთნაირი თვისებებით გაერთიანებული ქალაქის ტერიტორიის ნაწილი (საცხოვრებელი ზ., სამრეწევლო ზ. და ა. შ.). მცირე და საშუალო ზომის ქალაქებში ზონა უმთავრესად კომპაქტურ მასივს წარმოადგენს, ხოლო დიდ ქალაქებში შედგება რამდენიმე მასივისაგან.
Source: ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი / თენგიზ კვირკველია ; რედაქტორი ი. ციციშვილი.თბილისი : განათლება, 1971 (საქ. კპ ცკ-ის გამომც. სტამბა)