ორთვლიანი ანტიკური ეტლი, ერთრიგად შებმული ცხენებს ოთხეულით. კვადრიგას სკულპტურული გამოსახულება საფუძვლად დაედო შენობების ფრონტონების, სატრიუმფო თაღების და სხვა ნაგებობების სკულპტურულ სამკაულს.
Source: ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი / თენგიზ კვირკველია ; რედაქტორი ი. ციციშვილი.თბილისი : განათლება, 1971 (საქ. კპ ცკ-ის გამომც. სტამბა)