ბერძნულად ნიშნავს „ცვლილებას“, „შეცვლას“, ახლა მეტაბოლიზმმა იაპონელი არქიტექტორების ჯგუფის ინიციატივით აღიარება პოვა სპეციალურ ლიტერატურაში. იგი აღნიშნავს ქალაქმშენებლობის ახალ თეორიულ კონცეპციას, რომელსაც საფუძვლად უდევს ე. წ. დინამიკური ფაქტორის გათვალისწინება ქალაქმშენებლობის ამოცანების გადაჭრისას. ქალაქის განვითარების ციკლურ პროცესს იგი განიხილავს სამგანზომილებიან სივრცეში. მეტაბოლისტები ყველა თაეის პროექტში გვთავაზობენ ახალ ქალაქ-მშენებლურ გაერთიანებას – კლა- სტერს, რაც „ადამიანთა ასოციაციის იმ სპეციფიკურ ფორმად არის მათ მიერ წარმოდგენილი, რომელმაც უნდა შეცვალოს უკვე მოძველებული მცნება სახლის, ქუჩისა თუ უბნისა.
Source: ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი / თენგიზ კვირკველია ; რედაქტორი ი. ციციშვილი.თბილისი : განათლება, 1971 (საქ. კპ ცკ-ის გამომც. სტამბა)