„ისეთ კოშკსა და ისეთ სადგომს გულისხმობს, რომელშიც სამხედრო განსაცდელის დროს მახლობელი სოფლებიდან მოსახლეობა უნდა აყრილიყო და შეხიზნულიყო, რომ მტრისაგან თავი დაეცვა. ის ბრძოლისათვის კი არ იყო საგანგებოდ განკუთვნილი, არამედ უმთავრესად თავშესაფარად. ცხადია, ასეთი კოშკის ნაგებობა საბრძოლო კოშკისაგან უნდა განსხვავებული ყოფილიყო, მეტი ფართობიც ჰქონოდა და საცხოვრებელი ადგილნაგებობაც“ (ივ. ჯავ.).
Source: ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი / თენგიზ კვირკველია ; რედაქტორი ი. ციციშვილი.თბილისი : განათლება, 1971 (საქ. კპ ცკ-ის გამომც. სტამბა)