ფერწერული ან სკულპტურული ორნამენტი, რომელსაც საფუძვლად უდევს მცენარის (ჩვეულებრიე, პალმის) ფოთლის სტილიზებული გამოსახულება. პალმეტა ფართოდ იყო გამოყენებული წინა აზიის ქვეყნების, ანტიკური საბერძნეთისა და შემდგომში ევროპის არქიტექტურაში.
Source: ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი / თენგიზ კვირკველია ; რედაქტორი ი. ციციშვილი.თბილისი : განათლება, 1971 (საქ. კპ ცკ-ის გამომც. სტამბა)