„სადგომი, საფიქრებელია, ადამიანისათვის განკუთვნილს საცსოვრებელს წარმოადგენდა, სადგური – კი უფრო ან ცხოველთან დაკავშირებულს ან საგნებთან” დაკავშირებულს, სადაც ან სდგამდნენ რამეს, ან ჰყავდათ საქონელი“ (ივ. ჯგავ.).
მატარებლის (ან სხვა ტრანსპორტის) გაჩერების ადგილი მგზავრთათვის, საბარგო ოპერაციებისათვის ტრანსპორტის ტექნიკური მომსახურებისათვის განკუთვნილ შენობათა კომპლექსით.
Source: ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი / თენგიზ კვირკველია ; რედაქტორი ი. ციციშვილი.თბილისი : განათლება, 1971 (საქ. კპ ცკ-ის გამომც. სტამბა)