ხა ხე ხუ
ხურ

ხუროთმოძღვრება

  1. არქიტექტურა; შენობის, ნაგებობის და მათი კომპლექსების მშენებლობის ხელოვნებ,ა რომელიც გამიზნულია საზოგადოების საყოფაცხოვრებო და იდეურ-მხატვრული მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად და რომელიც მთელი თავისი არსებობის მანძილზე დამოკიდებულია საზოგადოების საწარმოო ძალებისა და ურთიერთობის განვითარებაზე. არქიტექტურის ნაწარმოებში მთავარი ამოცანა – პრაქტიკული და უტილიტარული მოთხოვნის დაკმაყოფილება მჭიდრო კავშირშია მხატვრულ შემოქმედებასთან.
  2. არქიტექტურა; არქიტექტურული კომპოზიციის ხასიათი, ნაგებობის მხატვრული სახე.
    Source: ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი / თენგიზ კვირკველია ; რედაქტორი ი. ციციშვილი.თბილისი : განათლება, 1971 (საქ. კპ ცკ-ის გამომც. სტამბა)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9