არქიტექტურული ელემენტების კომპოზიციური წყობის ხერხი, საშუალება, რომელიც დაფუძნებულია შენობის ნაწილების ურთიერთ შეფარდებასა და ამ შეფარდების ათვისების უნარზე. მასშტაბის ცნების გავრცელებულ გაგებისაგან განსხვავებით არქიტექტურული მასშტაბი არ გულისხმობს კონკრეტულ სიდიდეს და დამოკიდებულია ადამიანის მიერ შენობის მოცულობათა აღქმის უნარზე, თავისებურებაზე. მისი უმთაერესი მიხანია ნაგებობის ნაწილების ისეთი მწყობრის შექმნა, რომელიც განსაზღვრულ შთაბეჭდილებას მოახდენს ადამიანზე, რაც უმთავრესად მიიღწევა შენობის აბსბოლუტური ზომების შე- ფარდებით ადამიანისათვის ჩვეულ განზომილებასთან.
Source: ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი / თენგიზ კვირკველია ; რედაქტორი ი. ციციშვილი.თბილისი : განათლება, 1971 (საქ. კპ ცკ-ის გამომც. სტამბა)