აბ აგ ად აე ავ აკ ალ ამ ან აპ არ ას ატ აუ აფ აღ აყ ახ აჯ
არა არდ არე არი არკ არმ არპ არს არქ არღ არშ არწ არხ

არქიტექტურული ორდერი

არქიტექტურული კომპოზიცია, სისტემა, რომელსაც საფუძვლად უდევს დგარულ-კოჭოვანი კონსტრუქცია და წყობის განსაზღვრული კანონები. ჩაისახა ანტიკურ საბერძნეთში და გავრცელდა ევროპის მრავალი ქეეყნის კლასიკურ არქიტექტურაში ორდერი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგება. ფუძე, სვეტი და კოჭოვანი სისტემა - ანტაბლემენტი. ცნობილია ხუთი კლასიკური ორდერი:ი დორიული, ტოსკანური, იონიური, კორინთული, კომპოზიტი. ძირითადი განსხვავება ცალკეულ ორდერებს შორის მდგომარეობს როგორც ცალკეული ელემენტების წყობასა და მხატვრულ დამუშავებაში ასევე შთავარი და მეორეხარისხოვაი ელემენტების პროპორციებში.
Source: ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი / თენგიზ კვირკველია ; რედაქტორი ი. ციციშვილი.თბილისი : განათლება, 1971 (საქ. კპ ცკ-ის გამომც. სტამბა)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9