წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმის გეგმის მქონე შენობა, ბოძების ან სეეტების რიგებით დაყოფილი სამ ან ხუთ გრძივ საწილად (ნავად), რომელთაგან შუა, ჩვეულებრივ, გვერდით წრეებზე მაღალი და განიერია. ძველ რომში ბახილიკაში თავსდებოდა სასამართლო, სავაჭრო დაწესებულება. შემდგომში ბაზილიკა ქრისტიანული ეკლესიის კომპოზიციის მეტად გავრცელებული სახეობაა (განსაკუთრებით ადრინდელ ქრისტიანულ არქიტექტურაში).
Source: ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი / თენგიზ კვირკველია ; რედაქტორი ი. ციციშვილი.თბილისი : განათლება, 1971 (საქ. კპ ცკ-ის გამომც. სტამბა)