ბა ბე ბი ბლ ბო ბრ ბუ ბჭ
ბაგ ბად ბაზ ბალ ბან ბაო ბარ ბას ბატ ბაქ ბაღ ბაყ ბაშ

ბაროკო

მე-16 საუკუნის ბოლოდან მე-18 საუკუნის ნახევრამდე ევროპის ხელოვნებაში (განსაკუთრებით იტალიაში) გავრცელებული სტილისტური მიმართულება, მისთვის დამახასიათებელია დიდი ანსამბლები, რომელთაც არქიტექტურის პლასტიკური ფორმები, ფერწერა, დინამიური ქანდაკება დღა გამოყენებითი ხელოვნების ნაწარმოებები მაღალფარდოეან, საზგასმულად საზეიმო ხასიათს უქმნიან. ბაროკო თამამად არღვეეს კლასიკური კანონების პირობით საზღვრებ და მხატვრული შინაარსის გამოსავლენდ ჰქმნის არქიტექტურის ახალ საშუალებებს, ახალ კომპოზიციურ ხერხებს. რენესანსის ნაწარმოებთა მკაფიო ჰარმონიულობა და დახვეწილობა შეცვალა ფორმების გართულებულმა წყობამ.
Source: ხუროთმოძღვრული განმარტებითი ლექსიკონი / თენგიზ კვირკველია ; რედაქტორი ი. ციციშვილი.თბილისი : განათლება, 1971 (საქ. კპ ცკ-ის გამომც. სტამბა)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9