იერუსალიმის მკვიდრი, რომელიც ქრისტიანულ ეკლესიას მიეკედლა. ანანიამ და მისმა ცოლმა საფირამ გადამალეს იმ ფულის ნაწილი, რომელიც გაყიდული ყანის საფასურად მიიღეს. პეტრე მოციქულმა ამხილა ისინი სიცრუეში და ღმერთმა ისინი სიკვდილით დასაჯა;
ქრისტიანი დამასკოდან. დამასკოს გზაზე სავლემ (პავლემ) იესო ქრისტე იხილა და დაბრმავდა. ღმერთმა ანანია იმ სახლში მიაგხაენა სადაც პავლე გაჩერდა, რათა მისთვის მხედველობა დაებრუნებინა. როგორც კი სინათლე დაუბრუნდა, პავლემ ქრისტე ირწმუნა.
მღვდელმთავარი, რომელიც ესწრებოდა პაელეს დაკითხვას იუდეველთა სინედრიონის მიერ და უბრძანა დაცვას მოციქულის გვემა. პროკურატორი ფელიქსის მიერ პავლეს საქმის გარჩევის დროს ანანია გამოდიოდა როგორც ბრალმდებელი.
Source: რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი : (ლექსიკონი) / შეადგინა ნიკო აჭარაძემ ; [რედ.: მ. ქურდიანი]. თბ., 2001 (შ.პ.ს. "მერანის" სტ.)