A

აა აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან
ან- ანა ანბ ანგ ანდ

ანდრია პირველწოდებული

წმინდა მოციქული ანდრია იყო ებრაელი მეთევზე, მოციქულ პეტრეს ძმა, თავდაპირველად იოანე ნათლისმცემელის მოწაფე. როცა მოძღვარმა უჩვენა მომავალ ქრისტეზე, ანდრია გახდა იესო ქრისტეს მოწაფე და პირველმა აღიარა ის მესიად თავის უფროს ძმა სიმონ-პეტრესთან. "ჩვენ შევიძინეთ მესია, წოდებული ქრისტედ", სთქვა მან. სწორედ ამისათვის მას დაერქვა პირველწოდებული. ანდრიას მოციქულად მოუხმო თავად უფალმა და მათეს ცნობით უჭირაეს მეორე ადგილი მოციქულთა შორის. წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა ჯვარზე მიკრულმა დაამთავრა თავისი სიცოცხლე ქრისტეს დაბადებიდან 62 წელს.
Source: რელიგიურ სიტყვათა განმარტებანი : (ლექსიკონი) / შეადგინა ნიკო აჭარაძემ ; [რედ.: მ. ქურდიანი]. თბ., 2001 (შ.პ.ს. "მერანის" სტ.)
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9